2020 წლის საპარლამენტო არჩევნები

„ამომრჩეველთა რჩევის აპლიკაციის მოქმედება დასრულდა. 15 სექტემბრიდან - 21 ნოემბრამდე აპლიკაცია 68780-მა ადამიანმა შეავსო. ეს საკმაოდ სერიოზული განაცხადია, რაც მკაფიოდ მეტყველებს ქვეყნის მომავალი პოლიტიკის და კურსის მიმართ ამომრჩევლის მაღალ ინტერესზე და ახალი მოწვევის პარლამენტისთვის პრიორიტეტული საკითხების საზოგადოებრივ დაკვეთაზე. ფონდი „სოხუმი“ აგრძელებს, ამომრჩეველთა მიერ ანკეტაში დაფიქსირებული ყველაზე პრიორიტეტული საკითხების ანალიზს, რაც საბოლოოდ აისახება სარეკომენდაციო დოკუმენტში და მიეწოდება აპლიკაციაში მონაწილე ყველა პოლიტიკურ პარტიას და ახალი მოწვევის პარლამენტის წევრებს გასათვალისწინებლად.“


დაბეჭდვა