ხშირად დასმული შეკითხვები

„ონლაინ ხმის მრიცხველი - ამომრჩევლის რჩევის აპლიკაცია“ არის პლატფორმა, სადაც მოქალაქეებს აპლიკაციაში ასახულ კითხვებზე პასუხების გაცემის გზით, შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ, იგივე კითხვაზე საარჩევნო პოლიტიკური სუბიექტის პოზიციას და შეხედულებას, მოკლედ და ამომრჩევლისთვის გასაგებ ენაზე. ეს დაეხმარება მოქალაქეს გაიგოს, თუ რომელი პოლიტიკური სუბიექტი დგას ყველაზე ახლოს მის შეხედულებებთან, რათა არჩევნებზე შეძლოს ინფორმირებული და გააზრებული არჩევანის გაკეთება. .

ონლაინ პლატფორმაში ასახულ შეკითხვებს საფუძვლად დაედო ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ჩატარებული ქალთა საჭიროებების კვლევა, რომელშიც ჩართული იყო კოალიცია „ქალები მშვიდობისათვის“ წევრი ორგანიზაციები და ფონდი „სოხუმის“ ქალთა საინციატივო ჯგუფის წევრები. კვლევამ გამოკვეთა ბენეფიციარებისთვის მნიშვნელოვანი ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები, რომელიც აისახა პლატფორმის კითხვარში.

პლატფორმა შეოქმნა ქალთა არასამთავრობო ორგანიზაცია კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმის“ მიერ საერთაშორისო ორგანიზაცია „Kvinna Till Kvinna“-ს მხარდაჭერით. ფონდი „სოხუმის“ 31.01.2021-დან 31.12.2021-მდე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ახორციელებს პროექტს - «ქალთა მონაწილეობა ნდობის აღდგენასა და მდგრადი მშვიდობის მშენებლობაში“. პროექტის შედეგად მობილიზებული, შესაბამისი უფლებამოსილებით აღჭურვილი კონფლიქტით დაზარალებული და იგპ თემის ლიდერი ქალები ჩართული იქნებიან ადგილობრივ პოლიტიკურ დიალოგში.

„ონლაინ ხმის მრიცხველი“ დაეხმარება ამომრჩეველს:

  • პოლიტიკური პარტიის პროგრამის შესახებ ინფორმაციის კომპაქტურად მიღებაში - მაშინ, როდესაც პარტიების პროგრამები უფრო და უფრო რთული და კომპლექსური ხდება, ამომრჩევლისათვის რთულია, იპოვოს პარტია ან კანდიდატი, რომელიც მისთვის მისაღებ შეხედულებებს იზიარებს. ინფორმაციის კომპაქტური და გასაგები სახით წარმოდგენა, რასაც გვთავაზობს ეს აპლიკაცია, ეხმარება ამომრჩეველს გადაწყვეტილების მიღებაში, მაშინაც კი, როდესაც ეს ხდება პოლიტიკური პარტიების პლატფორმების ზედმეტად გამარტივების ხარჯზე. ეს ხელს შეუწყობს ამომრჩეველთა აქტიურობის ზრდას და პოლიტიკური განათლების დონის ამაღლებას მოსახლეობაში;
  • ამომრჩეველი ინფორმირებულია სხვადასხვა თემატიკის ირგვლივ განსახვავებული პარტიების პოლიტიკური პროგრამების და პოზიციების შესახებ და მკაფიოდ ხედავს განსხვავებას მათ შორის;
  • ზრდის პარტიების ანგარიშვალდებულებას ამომრჩევლის წინაშე, რადგან ამომრჩეველს ექნება შესაძლებლობა, კარგად შეაფასოს და შეადაროს - პარტიის მიერ დეკლარირებული პოზიცია და რეალური ქმედება მომავალში პარლამენტში აღმოჩენის შემთხვევაში;
  • ეხმარება გაურკვეველ ამომრჩეველს, რომელსაც არ აქვს მიღებული გადაწყვეტილება და გაურკვეველია საკუთარ პოზიციაში, ჩამოყალიბებაში;
  • აპლიკაციაში ასახული კითხვებით პოლიტიკური პარტიები ეცნობიან ამომრჩევლისთვის პრიორიტეტულ და საინტერესო საკითხებს და შესაძლოა ზოგიერთ მათგანს ისეთ საკითხებზე გაამახვილებინოს ყურადღება პოლიტიკურ პლატფორმასა და პროგრამაში, რაც აქამდე ასახული არ ჰქონია;
  • ზრდის სამართლიანობას და პარტიებს შორის შეჯიბრებითობას არჩევნებზე.

აპლიკაცია ღიაა და მასში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, განურჩევლად ასაკისა, რომელიც გამოხატავს აღნიშნული კითხვარის შევსების სურვილს.

ყველა კითხვაზე პასუხების გაცემის შემდეგ, ეკრანზე გამოჩნდება დიაგრამა. ის პროცენტულად აჩვენებს პირს, თუ რომელი პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური პროგრამა და ხედვა შეესაბამება ამომრჩევლის პოზიციას ყველაზე მეტად. გარდა ამისა, ცალკე ფანჯარაში, აპლიკაცია ანახებს ამომრჩეველს, ყოველ კითხვაზე პარტიის მიერ გაცემულ პასუხს, რომელზე დაჭერისას გამოჩნდება პარტიის, სკითხთან დაკავშირებული კომენტარი, პოზიცია.

პოლიტიკური პარტიებს, კითხვარის შევსებისას, ჰქონდათ სრული თავისუფლება კონკრეტულ კითხვაზე პასუხის დაფიქსირებასთან ერთად, კონკრეტულ საკითხზე აესახათ საკუთარი კომენტარი/პოზიცია მათივე პოლიტიკურ პროგრამაზე დაყრდნობით, ისეთი ფორმით და მოცულობით, როგორაც საჭიროდ ჩათვლიდნენ. ზოგიერთმა პარტიამ რამდენიმე კითხვა კომენტარის გარეშე დატოვა, რადგან თვლის, რომ აღნიშნულ საკითხებში მათი პარტია საკმაოდ ამომწურავად პოზიციონირებს და ზედმეტ განმარტებას არ საჭიროებს. ზოგიერთ პარტიას კი არ აღმოაჩნდა საკუთარ საარჩევნო პროგრამაში აღნიშნულ საკითხებზე პოზიცია.

  • „შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორტისტული პარტია“;“
  • „გირჩი“
  • „ლელო საქართველოსთვის“;
  • „გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი“;
  • „ევროპული საქართველო“;
  • მ.პ.გ. „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“;
  • „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.

მოცემული აპლიკაციის ერთადერთ მიზანს წარმოადგენს პოლიტიკური პარტიების საარჩევნო პროგრამების შესახებ ამომრჩეველთა ინფორმირება, ცნობიერების ამაღლება და მათ მიერ გააზრებული და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღება. აპლიკაციაში დაფიქსირებული პასუხები და შედეგები ვერ გამოიყენება, როგორც სტატისტიკა, რადგან მასში მონაწილეობისთვის მოქალაქეები არ ახდენენ საკუთარი თავის იდენტიფიცირებას და რაიმე ფორმით აპლიკაციაში რეგისტრაციას. აპლიკაცია გახსნილია ყველა მოქალაქისთვის და მასში მონაწილეობა შეუზღუდავია. ონლაინ პლატფორმა ხელმისაწვდომია ნებისმიერი პირისთვის, გამჭვირვალეა და ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ამომრჩევლის ინფორმირებას აქტიური პოლიტიკური სუბიექტების პოლიტიკური პროგრამის და დღის წესრიგის შესახებ.

აპლიკაციაში მონაწილეობა შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირს, შეუზღუდავად, პიროვნების იდენტიფიცირების და ასაკის მითითების გარეშე. კითხვარზე წვდომა შესაძლებელია პლატფორმაზე რეგისტრაციის გარეშე. შესაბამისად, აპლიკაციაში მონაწილეობა ანონიმურია და შეუძლებელია ადამიანის იდენტიფიცირება და მასზე ინფორმაციის მოპოვება.

ფონდი "სოხუმი“, ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც 1997 წლიდან მუშაობს დასავლეთ საქართველოში გენდერული თანასწორობის, ქალთა პოლიტიკური გაძლიერების და სამშვიდობო პროცესებში ქალთა ჩართვის ხელშეწყობის მიმართულებით. ორგანიზაციას აქვს დასავლეთ საქართველოს პოლიტიკური პარტიების ადგილობრივ ორგანიზაციებთან და ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობის მრავალწლიანი ისტორია. 2005 წლიდან აქტიურად ვმუშაობთ მოსახლეობის წინასაარჩევნოდ ინფორმირებულობის გაზრდის მიმართულებით. 2012 და 2016 წლებში გამოვეცით საპარლამენტო არჩევნებისთვის პოლიტიკური პარტიების საპროგრამო დოკუმენტების კრებული, რომელსაც აქტიურად ვავრცელებდით მოსახლეობაში და მრავალი საინფორმაციო შეხვედრებისა თუ მრგვალი მაგიდების ორგანიზებით უზრუნველვყოფდით მოსახლეობისა და პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგს. 2006 წლიდან, აქტიურად ვთანამშრომლობდით პოლიტიკური პარტიების „ქალთა ფრთის“ წარმომადგენლებთან, მათი როლის გაძლიერების და პოლიტიკურ პროგრამებში გენდერული თანასწორობის საკითხებისა და ქალთა პრიორიტეტების და საჭიროებების გათვალისწინების ხელშეწყობის მიზნით.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ფონდმა „სოხუმი“, ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით, განახორციელა ევროპაში აპრობირებული და წარმატებულ მოდელი - „ონლაინ ხმის ელექტრონული მრიცხველის“ დანერგვა, რომელიც გულისხმობდა „ამომრჩევლის რჩევის აპლიკაციის“ დანერგვას ამომრჩეველთა წინასაარჩევნოდ ინფორმირების მიზნით.

მოცემულ ეტაპზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმისა“ და ქალთა სამშვიდობო კოალიცია „ქალები - მშვიდობისთვის“ მიერ ხორციელდება მსგავსი პლატფორმის - ამომრჩევლის რჩევის/კონსულტაციის აპლიკაციის დანერგვა, რომელიც შესაძლებლობას აძლევს ზუგდიდის ამომრჩეველს, სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტის ხედვებს ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხებზე, განსაკუთრებული ფოკუსით ქალთა, იგპ, კონფლიქტით დაზარალებული და სხვა ადგილობრივი ჯგუფების საჭიროებებზე.

 

დაბეჭდვა