დასრულდა „ონლაინ ხმის მრიცხველის - ამომჩევლის რჩევის აპლიკაცია“ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ზუგდიდის მუნიციპალიტეტში.

აპლიკაციაში მონაწილეობა  21 000-მდე ამომრჩეველმა მიიღო.

აპლიკაციით მოსარგებლე მოქალაქეებმა მიიღეს ინფორმაცია, რომელი პოლიტიკური პარტიებიის პროგრამები იყო მათ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს.

აპლიკაციაში ასახული პასუხების თანახმად მოსახლეობის 83% მიაჩნია, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენს ელექტრონული მომსახურების გაუმჯობესება და ადგილობრივ ელექტრონულ პროგრამებსა და სერვისებზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობის გაზრდა. ასევე 83% თვლის, რომ აუცილებელია სოფლებში არსებული ამბულატორიების ინფრასტრუქტურული, ტექნიკური და ადამიანური რესურსების საჭიროებების შეფასება და მათი სათანადო ფუნქციონირების უზრუნველყოფა, სამედიცინო სერვისებისადმი მოსახლეობის უკეთ ხელმისაწვდომობისთვის. 80%-ის აზრით, ადგილობრივი თვითმმართველობა უნდა ჩაერთოს რეგიონში COVID–19-ის პანდემიის პროფილაქტიკისა და მის შედეგებთან ბრძოლის საქმეში (მოსახლეობის ინფორმირება, იმ კატეგორიის ადამიანთა/ოჯახების გამოვლენა, რომელიც ყველაზე უფრო დაზარალდა პანდემიის პერიოდში და მათთვის სოციალური, ჯანდაცვის და ა.შ. მიზნობრივი დახმარების გაწევა).

პროექტში მონაწილეობა მიიღო შემდეგმა პოლიტიკურმა პარტიებმა:

✔„საქართველოს ლეიბორტისტული პარტია“;

✔ „გირჩი - მეტი თავისუფლება“;

✔ „ლელო საქართველოსთვის“;

✔ „გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი“;

✔ „ევროპული საქართველო“;

✔ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“;

✔ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.

პროექტი განხორციელდა საერთაშორისო ორგანიზაცია Kvinna Till Kvinna-ს მხარდაჭერით

 

The "Online Vote-O-Meter - Voter Advice Application" for the 2021 local self-government elections in Zugdidi Municipality has been completed.

Up to 21,000 voters took part in the application.

Citizens using the app were informed which political party programs were closest to their views.

According to the answers given in the application, 83% of the population believe that there is an urgent need in Zugdidi Municipality to improve electronic services and increase the population's access to local electronic programs and services. Also, 83% believe that it is necessary to assess the infrastructure, technical and human resource needs of outpatient clinics in villages and ensure their proper functioning, for better access to medical services for the population. 80% think that local self-government should be involved in preventing and combating the COVID-19 pandemic in the region (informing the population, identifying the category of people/families most affected during the pandemic, and providing them with social, health, etc.). Targeted assistance).

The following political parties took part in the project:

The project was implemented with the support of the international organization Kvinna Till Kvinna