# შეკითხვა
1 ეთანხმებით, თუ არა აზრს, რომ საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი?
2 ეთანხმებით, თუ არა აზრს, რომ საქართველო უნდა გახდეს ნატოს წევრი? - - -
3 ეთანხმებით, თუ არა აზრს, რომ უნდა გაღრმავდეს ეკონომიკური კავშირები რუსეთთან? - -
4 ეთანხმებით, თუ არა სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმებას და მის ჩანაცვლებას საკონტრაქტო სისტემით? - - - - -
5 ეთანხმებით თუ არა აზრს, რომ საქართველოში არსებული კონფლიქტების მოგვარება უპირობოდ მშვიდობიანი გზით უნდა მოხდეს? -
6 ეთანხმებით, თუ არა, რომ საქართველომ მეტი ფინანსური რესურსი უნდა ჩადოს, არაკონტროლირებად ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობასთან ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების საქმეში, რათა შემცირდეს მათი დამოკიდებულება რუსეთზე? (სახელმწიფო პროგრამა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისათვის“ უფრო ქმედითი განხორციელებისთვის) - - -
7 ეთანხმებით თუ არა, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის უნდა გაიზარდოს ჯანდაცვის პროგრამები, უფასო სამედიცინო სერვისების მოცულობები, რაც ხელს შეუწყობს ხალხებს შორის ურთიერთობების აღდგენას და შერიგებას?
8 ეთანხმებით თუ არა, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას უნდა ჰქონდეს განათლების მიღების მეტი შესაძლებლობა საქართველოსა და საზღვარგარეთ, რათა შემცირდეს მისი დამოკიდებულება რუსეთზე?
9 ეთანხმებით თუ არა, რომ დევნილთა პრობლემების გადაწყვეტა (დროული განსახლება, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათი უფრო აქტიური ჩართვა, დასაქმება ან/და სხვ.) უნდა გახდეს პრიორიტეტული? - -
10 ეთანხმებით თუ არა, რომ იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალური დახმარება დაფუძნებული უნდა იყოს საჭიროებაზე და არა სტატუსზე? -
11 ეთანხმებით თუ არა, რომ მეტი ქალი უნდა იყოს ჩართული ქვეყნის მართვაში და გადაწყვეტილების მიღების ყველა დონეზე და ამის უზრუნველსაყოფად აუცილებელია საარჩევნო სიაში ფიქსირებული გენდერული კვოტების შემოღება? - - - -
12 ეთანხმებით თუ არა, რომ სახელმწიფო უფრო აქტიურად უნდა ჩაერთოს და ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის, ასევე ფემიციდის პრევენციის და რეაგირების საქმეში? -
13 ეთანხმებით თუ არა, რომ სახელმწიფომ უნდა გაზარდოს მხარდაჭერის უფასო სერვისები, მათ შორის, ბავშვის მოვლის/ზრუნვის გახანგრძლივებული სერვისები სკოლებსა და ბაღებში, მარტოხელა დედებისთვის, მრავალშვილიანი ოჯახებისთვის, რათა ქალებს საშუალება მიეცეთ, აქტიურად ჩაერთონ ეკონომიკურ საქმიანობაში? - -
14 ეთანხმებით თუ არა, რომ უნდა მოხდეს სოციალური მუშაობის დეცენტრალიზაცია და გაიზარდოს ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილება სოციალურად დაუცველი პირის სტატუსის მინიჭების, გაუქმების ან აღდგენის შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში? -
15 ეთანხმებით თუ არა, რომ სოციალურად დაუცველი ჯგუფების გასაძლიერებლად და დასაქმების სტიმულირებისთვის, მათ მიერ მეწარმეობის წამოწყება ან სხვა სახით დასაქმება არ უნდა გახდეს სტატუსის და დახმარების მოხსნის საფუძველი (1 წლის განმავლობაში მაინც)? -
16 ეთანხმებით თუ არა, რომ სადღეისოდ მოქმედი საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამა წარმატებულია? - - - - - -
17 ეთანხმებით თუ არა მოქმედ საპენსიო რეფორმას და დაგროვებითი პენსიის სქემაში მონაწილეობის სავალდებულო ხასიათს? - - - -
18 ეთანხმებით თუ არა, რომ მთავრობამ უნდა უზრუნველყოს საჯარო სივრცეების ხელმისაწვდომობა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის?
19 ეთანხმებით თუ არა, რომ საქართველოში მცხოვრებ უმცირესობათა წარმომადგენლებს (ნაციონალური, რელიგიური, სექსუალური) სჭირდებათ მეტი მხარდაჭერა სახელმწიფოსგან საზოგადოებაში სრულფასოვანი ინტეგრაციისთვის? - - -
20 ეთანხმებით თუ არა, რომ სახელმწიფო ვალების შემცირება უნდა მოხდეს  ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების გზით? - - - -
21 ეთანხმებით თუ არა, რომ უნდა შეიზღუდოს სასოფლო-სამეურნეო მიწების გასხვისება უცხოელებზე და, ამავდროულად, შეიქმნას აგროსექტორში ადგილობრივი და უცხოური ინვესტიციების ზრდის წამახალისებელი სხვა ფორმები? - - - - -
22 ეთანხმებით თუ არა, რომ მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ხელშესაწყობად აუცილებელია გადასახადების ოდენობის შემცირება? - -
23 ეთანხმებით თუ არა, რომ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია ხელს შეუწყობს ეკონომიკის ზრდას და ნარკოტიკების მომხმარებელთა რაოდენობის თანდათანობით შემცირებას? - - -
24 ეთანხმებით თუ არა პროგრესიული გადასახადის შემოღების იდეას (ანუ მაღალშემოსავლიანი პირები იხდიან მეტს აბსოლუტური ოდენობის თვალსაზრისით)? - -
25 ეთანხმებით თუ არა, რომ უნდა აიკრძალოს აზარტულ და მომგებიან თამაშების რეკლამები, როგორც სატელევიზიო, ასევე ელექტრონულ ფორმატში, ინტერნეტში, გარე რეკლამებზე, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე? - - - -
26 ეთანხმებით თუ არა, რომ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესია უნდა სარგებლობდეს სახელმწიფოს მხრიდან მინიჭებული ექსკლუზიური პრივილეგიებით (მაგ.: სახელმწიფოს მიერ საპატრიარქოსთვის ქონების უსასყიდლოდ გადაცემა, გადასახადებისგან გათავისუფლება და სხვ.)? - - - - - -
27 ეთანხმებით თუ არა, რომ განათლების არსებული სისტემა უზრუნველყოფს ხარისხიან და ფინანსურად ხელმისაწვდომ განათლებას?
28 ეთანხმებით თუ არა, რომ სახელწიფომ უნდა გაზარდოს განათლების სფეროს დაფინანსება?
29 ეთანხმებით თუ არა, რომ სახელმწიფომ უნდა მოახდინოს საზოგადოებრივი ელექტროტრანსპორტის წახალისება?
30 ეთანხმებით თუ არა, რომ სახელმწიფომ უნდა გააძლიეროს და გაამკაცროს ბაზარზე არსებული საკვები პროდუქტების, სათამაშოების, საყოფაცხოვრებო და სამრეწველო ნივთების მავნე ნივთიერების შემცველობაზე კონტროლი? - -
31 ეთანხმებით თუ არა, რომ გზებზე მეტი კონტროლი და საგზაო მოძრაობის დარღვევებისათვის ჯარიმების გაზრდა შეამცირებს საგზაო შემთხვევებს? - - - - - -
32 ეთანხმებით თუ არა, რომ მარჯვენასაჭიანი მანქანა მეტ რისკს იწვევს გზაზე და უნდა აიკრძალოს საქართველოში? - - - -
33 ეთანხმებით თუ არა, რომ დღეს არსებული სასამართლო სისტემა უზრუნველყოფს სამართლიან და მიუკერძოებელ მართლმსაჯულებას?
34 ეთანხმებით თუ არა, რომ პროპორციული არჩევნები საუკეთესო გზაა დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნების უზრუნველსაყოფად? -